ხობის მუნიციპალიტეტში გრძელდება „სოფლის მხარდაჭერის საპრეზიდენტო პროგრამით“ დაფინანსებული სარემონტო-სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელება. კერძოდ, საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში სოფელ ძველ ხიბულაში, ბიის თემში, გურიფულის თემის სოფელ მეორე გურიფულში, ნოჯიხევის თემის სოფელ დასახლებასა და სოფელ ზენში დასრულდა გზების ორმული შეკეთების სამუშაოები.