„სოფლის მხარდაჭერის საპრეზიდენტო პროგრამის“ ფარგლებში ახალსოფლის თემის გაღმა პირველ ხორგაში, გურიფულის თემის სოფელ მეორე გურიფულში, ქვემო ქვალონის თემის სოფელ გვიმარონში და საჯიჯაოს თემის სოფელ ზენში განხორციელდა სანიაღვრე არხების ამოწმენდის, ხოლო ბიის, ხამისკურისა და ნოჯიხევის თემებში წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები.