ხობის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს ქალაქ ხობში ცოტნე დადიანის ქუჩაზე, N236-დან N244 საცხოვრებელ სახლამდე ტროტუარების რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელსაც აწარმოებს შპს „შარაგზამშენი-პირველი“. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა შეადგენს 254997.64 ლარს.