2 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა. სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე მ. ჭოხონელიძე. სხდომას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გ. ღურწკაია, გამგეობის სამსახურების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ადგილობრივი პრესისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი იყო 12 საკითხი:
1.დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ (მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე); 2. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისათვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების საკუთრების უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ (მომხსენებელი: ა. ვარდია - გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი); 3. „ფრაქცია „ქართული ოცნების“ რეგისტრაციის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა (მომხსენებელი: მ. სილოგავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე); 4. „ფრაქცია „მაჟორიტარის“ რეგისტრაციის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა (მომხსენებელი: მ. სილოგავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისკომისიის თავმჯდომარე); 5. განკარგულების პროექტი საკრებულოს წევრის - მანუჩარ ქაძანაიას უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ (მომხსენებელი: მ. სილოგავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე); 6. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ივნისის N11 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი: მ. სილოგავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე); 7. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ივნისის N12 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი: მ. სილოგავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე); 8. განკარგულების პროექტი „ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრისთვის“ ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“ (მომხსენებელი: მ. სილოგავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე); 9. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საშტატო ნუსხისა და სახელფასო სარგოს შეთანხმების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 მარტის N20 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე); 10. განკარგულების პროექტი „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ შექმნისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 დეკემბრის N102 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ (მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე); 11. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ივლისის N17 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი: მ. სილოგავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე); 12. ინფორმაცია საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრების გასვლის თაობაზე (მომხსენებელი: თ. გულუა - ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე).
წარმოდგენილი საკითხების განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.