13 ნოემბერს ქალაქ ხობში სტარტი აიღო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული მიხეილ იოსავას სახელობის პირველობა ბილიარდში მოყვარულთა შორის, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ხობელი მობილიარდეები. შეხვედრები იმართება კინოთეატრ ,,თუთარჩელას” შენობაში, ფინალური შეხვედრა გაიმართება 23 ნოემბერს. სპორტული ღონისძიების ორგანიზატორები არიან საბილიარდო კლუბი ,,ბასა” და „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრი“.