15 ოქტომბერს დასრულდა 2008 წელს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ხობელი ვაჟკაცის რამაზ კიტიას სახელობის ტურნირი მინიფეხბურთში. გათამაშებაში მონაწილეობდა ხობის მუნიციპალიტეტის ორგანიზაცია-დაწესებულებათა 10 გუნდი. ტურნირის გამარჯვებული შპს „შარაგზამშენი პირველის“ გუნდი გახდა. ჩემპიონსა და პრიზიორებს გადაეცათ თასები და სიგელები.
სპორტული ღონისძიება ჩატარდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით.