ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამგეობის მიერ 2012 წლის 15 ნოემბერს განსახილველად წარედგინა 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი, რის შემდგომაც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში და ფრაქციებში დაიწყო ბიუჯეტის პროექტის წინასწარი განხილვა.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წარმოდგენილი 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი, თანდართულ განმარტებით ბარათთან ერთად, გამოსაქვეყნებლად და მუნიციპალიტეტის საზოგადოებისთვის წინასწარ გასაცნობად გადაეცა გაზეთ „ხობის მოამბეს“ და ,ასევე, განთავსდა საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხილეთ „სამართლებრივი აქტების“ განყოფილება). საკრებულოს ვებგვერდზე პერიოდულად გამოქვეყნდება ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებული მასალები (საკრებულოს კომისიების, ფრაქციების შენიშვნები და საზოგადოებიდან შემოსული წინადადებები). საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებში ბიუჯეტის პროექტის წინასწარი განხილვა გაგეძელდება 25 ნოემბრამდე.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტის საზოგადოებას მოუწოდებს აქტიურად ჩაერთოს 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში. მოსახლეობის მხრიდან გამოთქმული წინადადებები და შენიშვნები საკრებულოს მიერ გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტის განხილვისას.
წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები და წინადადებები დაინტერესებულ პირს შეუძლია 2012 წლის 25 ნოემბრამდე წერილობით წარმოადგინოს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში (მისამართი: ქ. ხობი. ცოტნე დადიანის ქ. N189. ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის მე-2 სართული. ოთახი N215). ასევე, ელექტრონული ფოსტით: khobi.mun@gmail.com