ქალაქ ხობში დასრულდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული მიხეილ იოსავას სახელობის პირველობა ბილიარდში მოყვარულთა შორის, რომელშიც მონაწილეობდნენ ხობელი მობილიარდეები. შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში გაიმართა. უმცროსებში პირველი ადგილის მფლობელი ოთარ კორტავა, ხოლო უფროსებში - თემურ წურწუმია გახდნენ. ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები თასებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ, ხოლო მიხეილ იოსავას ოჯახს ხობის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას მიერ დაწესებული სამახსოვო საჩუქარი გადაეცა, საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ჭოხონელიძემ კი წმინდა გიორგის ხატი უსახსოვრა.
სპორტული ღონისძიება განხორციელდა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ ორგანიზებით.