2012 წლის 7 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საკრებულოს სხდომაზე ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩია მამუკა ქარდავა.
მამუკა ქარდავა დაიბადა 1967 წლის 16 ოქტომბერს ხობის რაიონის სოფელ ხეთაში. დამთავრებული აქვს ქალაქ თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ხობის დაფნის კომბინატის საამქროს უფროსად, საქართველოს „კონსერვატიული პარტიის“ ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ. 2010 წლის ივნისიდან დღემდე ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.