საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით ყველა მუნიციპალიტეტში გეგმავს საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურების ჩამოყალიბებას, რომელიც ხელს შეუწყობს მუნიციპალურ დონეზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მიერ აგრარული პოლიტიკის ეფექტურად გატარებას და სოფლის მეურნეობის განვითარებას.
ამ მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მიმდინარე წლის 16 იანვრიდან 28 იანვრამდე, აცხადებს კონკურსს საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურების კვალიფიციური კადრების დაკომპლექტებისათვის.
კონკურსში მონაწილე მოხელეთა შერჩევა მოხდება 2 ეტაპად.
პირველი ეტაპი - ტესტირება.
მეორე ეტაპი - ზეპირი გასაუბრება.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის იწყებს განცხადებების მიღებას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე www.hr.gov.ge
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე : 0(32)2378014 0(32)2376689