18-29 იანვარს საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის მიერ ჩატარდა სასწავლო-საწვრთნელი შეკრება და ზამთრის ღია ჩემპიონატი საქართველოს სასპორტო სკოლების მძლეოსნობის სხვადასხვა სახეობის150 წარმატებული მოსწავლისათვის.
ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრი"-ს სასპორტო სკოლის ნორჩმა მძლეოსნებმა.
800-1500 მეტრ გარბენში მე-3 ადგილი მოიპოვა ჯიმშერ ბუკიამ.
60-150 მეტრ გარბენში მე-2 ადგილი მოიპოვა გრიგოლ ახალაიამ.