10 თებერვალს, ქ. ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ძიუდოს ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა რესპუბლიკური ტურნირი ძიუდოში
„კოლხეთის თასზე“- 1996-97-98 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის.
ტურნირში მონაწილეობდნენ ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრი“-ს სასპორტო სკოლის მოსწავლეები: გიორგი გაბისკირია,
გია გაბისკირია, გიგა ჯაჯავა, კახა ჯანჯღავა, აკაკი კვირკველია, დავით საჯაია, თემურ მიქაბერიძე, მამუკა ქუთათელაძე(მწვრთნელ-მასწავლებელი მიხეილ მორგოშია).
მათი წარმატებული ასპარეზობის შედეგად საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა :
პირად პირველობაში 55 კგ წონით კატეგორიაში III ადგილი დავით საჯაიამ და მამუკა ქუთათელაძემ მოიპოვეს,
90 კგ წონით კატეგორიაში კახა ჯანჯღავაც III ადგილს დასჯერდა.
ორგანიზატორებმა გამარჯვებულები დიპლომებით და მედლებით დააჯილდოვეს.
ტურნირის მიზანი გახლდათ პერსპექტიული და ნიჭიერი ძიუდოისტების გამოვლენა და საქართველოს პირველობისთვის ჭაბუკ ძიუდოისტთა შერჩევა.