ქ. თბილისში ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით 2013 წლის 12-14 თებერვალს, ჩატარდა ჭაბუკთა შორის ვლადიმირ მაისურაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ნაკრების 287-მა სპორტსმენმა.
ტურნირში მიწვეული იყო ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ნაკრების 12 სპორტსმენი, მწვრთნელ - ბაკურ ბუკიასთან და მსაჯ - სურაჯ გვასალიასთან ერთად. სპეციალისტების განსაკუთრებული ყურადღება და მოწონება დაიმსახურეს ნაკრების წევრებმა : ლევან ბერიძემ და ჯონი ხეცურიანმა.