ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრი“ შეიქმნა 2011 წლის 26 იანვარს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ და ორიენტირებულია შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, სერთიფიცირებული სპეციალისტების მომზადება-გადამზადებაზე, პროფესიული ცოდნის და თანამედროვე მეთოდების გავრცელებაზე. ცენტრი მუშაობას წარმართავს შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობების შესაბამისად, ასევე ზრუნავს პრობაციონერთათვის, შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის სათანადო სასწავლო პირობების შექმნაზე.
პროფესიული სწავლების ცენტრში გახსნილია 11 სახელობო ჯგუფი :
· BC კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლის გადამზადების 3 თვიანი კურსი.
· B კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლის გადამზადების 6 კვირიანი კურსი.
· T-1 კატეგორიის ტრაქტორისტ-მემანქანის 2 თვიანი კურსი.
· მინანქრის ხელოსნის გადამზადების 2 თვიანი კურსი.
· თექის დამუშავების, გადამზადების 3 თვიანი კურსი.
· ქართული ფარდაგ-გობელენის გადამზადების 3 თვიანი კურსი.
· ინგლისური ენის გადამზადების 3 თვიანი კურსი.
· პერსონალური კომპიუტერის მომხმარებელ-ოპერატორის 3 თვიანი კურსი.
· მომპირკეთებელ-მეფილეს 3 თვიანი კურსი.
· მდივან რეფერენტის 3 თვიანი კურსი.
· ქალისა და მამაკაცის სტილისტის გადამზადების 3 თვიანი კურსი.
ცენტრის გადამზადების პროგრამების განხორციელებაში ჩართულია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი პედაგოგები და ინსტრუქტორები. სახელობო პროფესიული განათლება ითვალისწინებს სწავლის თანამედროვე მეთოდს - „სწავლა მოქმედებაში“, რაც ხელს უწყობს თეორიის პრაქტიკაში განხორციელებას.
პროფესიული სწავლების ცენტრის ადმინისტრაცია ხშირად აწყობს მოსწავლეთა მიერ თექისა და მინანქრის ნამუშევრების გამოფენებს, ღებულობენ სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობას.
პროფესიული სასწავლებელი მსურველებს ეხმარება შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოებასა და ახალი პროფესიის შერჩევა-დაუფლებაში.