26 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს მუნიციპალური მომსახურების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა და პროექტის კოორდინატორმა ლალი შეშელიძემ ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად სამოქმედო გეგმა წარმოადგინეს. პროექტი მომზადებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)მხარდაჭერით და ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA)დაფინანსებით.
მათივე განმარტებით, პროექტის მიზანია „ქალთა ეროვნული ფორუმის“ საკრებულოს ქალი წევრების „ლიდერობის სკოლის“ ჩამოყალიბება და ადგილობრი თვითმმართველობაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ ბენიძე, საკრებულოსა და გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის და სამსახურის ხელმძღვანელი პირები, საკრებულოს წევრი ქალბატონები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.