კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), საქართველოს გარემოს დაცვის, ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და ღია გარემოსდაცვით სამოქალაქო ინიციატივასთან (OECI) ერთად დაიწყო რეგიონში სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმებზე საზოგადოების ინფორმირება და ადგილობრივი პრობლემატიკის შეფასების პროგრამა ტყის მართვის დარგში.
ინიციატივა ხორციელდება ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით "ტყის მდგრადი მართვა საქართველოში" პროექტის ფარგლებში.
პროგრამის განხორციელების მიზნით 1 აპრილს ხობის მუნიციპალიტეტში, გამგეობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებისათვის და სოფლის რწმუნებულთათვის შედგა საინფორმაციო ტრენინგი, ტყეების პრობლემატიკისა და ადგილობრივი საჭიროების ანალიზის შესახებ, რომელსაც უძღვებოდა ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის კოორდინატორი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მაია კოდუა.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს შვიდ რეგიონში, 2400-მდე სოფელსა და 43 მუნიციპალიტეტის ქალაქში.
ინიციატივის მიზანია, სატყეო სექტორში მიმდინარე ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეწოდოს ინფორმაცია, განხორციელდეს კონსულტაციები, გამოიკვეთოს პრობლემა, რაც მომავალში ხელს შეუწყობს ამ პრობლემის გადაწყვეტას.