ქ. თბილისში 28-30 მარტს ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკთა შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სადაც მიწვეული იყო ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის" სასპორტო სკოლი გუნდი.
46 კგ. წონით კატეგორიაში 4 მოგებით მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა ჯონი ხეცურიანმა (მწვრთნელები : ალმასხან ხუნჯუა, ზვიად ჭითაშვილი), მან სპეციალისტთა დიდი მოწონება დაიმსახურა და ჩაირიცხა ჭაბუკთა ნაკრებ გუნდში. ჯონი ხეცურიანი ახლო მომავალში გუნდთან ერთად გაემგზავრება ბაქოში საერთაშორისო ტურნირზე.
ასევე, სპეციალისტთა ყურადღება დაიმსახურა 42 კგ. წონით კატეგორიაში ნუგზარ წურწუმიამ და მიწვეულ იქნა ნაკრები გუნდის შეკრებაზე.