საქართველოში წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გამოიცა საქართველოს მთავრობის განკარგულებით ქვეყნის მაშტაბით ყველა მუნიციპალიტეტის სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებებს დაევალათ უზრუნველყონ 7 წლამდე არასრულად იმუნიზირებულ ბავშვთა და დაავადებულ პირებთან კონტაქტირებულების ვაქცინაცია.
ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს“ არაგეგმიური იმუნოპროფილაქტიკის ჩასატარებლად შეძენილი აქვს რუტინული ვაქცინაციისთვის საჭირო მასალა. გაძლიერდა ეპიდზედამხედველობა, გამონაყარით და ცხელებით მიმდინარე ყველა დაავადებაზე მოხდება რეაგირება.