7 აპრილს საქართველოს სამოციქულო ეკლესია ახნიშნავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების საუფლო დღესასწაულს. ამ დღეს მთავარანგელოზმა გაბრიელმა აუწყა წმინდა მარიამს უფლის ჩასახვა, ამით მთელი სამყარო სამუდამო ჯოჯოხეთისგან იხსნა... ეს არის დღე დასაბამი „ჩვენი ცხონების და გამოჩინება საუკუნოთაგან დამალულისა საიდუმლოსა“
ხობის ხარების სახელობის მონასტერში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ეპარქიის სამღდელოებასთან ერთად ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა.
ლოცვას დაესწრო ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე მამუკა ქარდავა, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ ბენიძე, მოადგილე მახარე ჩოკორაია და მრევლი.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს.