საქართველოს მთავრობის საგაზაფხულო პროგრამების ფარგლებში მცირემიწიან ფერმერებს და გლეხებს დაურიგდა კომბინირებული და ნომინალური ბარათები. ნომინალური ბარათით მოსახლეობამ მიიღო კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო საქონელი და ინვენტარი. კომბინირებული ბარათით - ნაკვეთის ხვნა და ხნულის დადისკვა/გაფხვიერებაა შესაძლებელი.
პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტში დაიწყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ხვნა-დამუშავება. თორსა-დღვაბის, საჯიჯაოსა და ახალსოფლის თემებში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა ადგილზე გაეცნო ხვნა-თესვის მიმდინარეობის პროცესს და მოსახლეობას გაესაუბრა აღნიშნულთან დაკავშირებით.
მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამას სოფლის მოსახლეობა დადებითად შეხვდა.