12 აპრილს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შეხვედრების დარბაზში, " საერთაშორისო გამჭვირვალეობა-საქართველომ" სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ვებ-გვერდის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. პრეზენტაციას უძღვებოდა "საერთაშორისო გამჭვირვალეობა-საქართველოს" ციფრული ანალიტიკოსი დერეკ დოლერი, რომელმაც ისაუბრა დემოკრატიულ-საზოგადოებაში ელექტრონული მმართველობის მნიშვნელოვან პრინციპებზე. საჯარო დაწესებულებათა საქმიანობის გამჭვირვალეობასა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში მოქალაქეთა თანამონაწილეობის მნიშვნელობაზე.
მონიტორინგის შედეგების მიხედვით ყველაზე გამჭვირვალე ადმინისტრაციულ ვებ-გვერდად დასახელდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ხობის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გვერდები.