"საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები 2013-2014 წლებისთვის" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის N223 განკარგულებით განსაზღვრული სტრატეგიის საკითხებზე, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნურლი ასოციაციის მიერ ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრებთან დაგეგმილი კონსულტაციებისა და სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, ასოციაციის პრეზიდენტმა მამუკა აბულაძემ და ამავე ორგანიზაციის ლობისტმა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ კახა გურგენიძემ 16 აპრილს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს წევრებთან შეხვედრა გამართეს.