19 აპრილს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა უძღვებოდა.
სხდომას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახაბერ ბენიძე, საკრებულოს და გამგეობის წარმომადგენლები.
სხდომაზე განხილულ იქნა 7 საკითხი :
1. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: მ. ქარდავა-საკრებულოს თავმჯდომარე)
თანამომხსენებელი: მ. ჩოკორაია - გამგებლის მოადგილის მ/შ)
2. „ხობის მუნიციპალიტეტის 2013წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 18 იანვრის N1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: მ. ქარდავა-საკრებულოს თავმჯდომარე;
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი)
3. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტების თაობაზე საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 მარტის N12 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ბ. ჯობავა - გამგებლის მოადგილის მ/შ)
4. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) და დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ა. სართანია - გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის მ/შ)
5. „ხობისმუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს ტერიტორიაზე არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ა. სართანია - გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი მ/შ)
6. „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: შ. კანკია - გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით
გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსი)
7. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საშტატო ნუსხისა და სახელფასო სარგოს შეთანხმების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 მარტის N20 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)
საკითხების განხილვის შემდეგ სხდომა დასრულებულად გამოცხადდა.