ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების" ხელმძღვანელმა ელისო კვიკვინიამ პირველი მაისის თემის ბაგა-ბაღში 4-5 წლიანთა ერთი ჯგუფი გახსნა. სადაც 27 ბავშვი ირიცხება. ჯგუფს ემსახურება აღმზრდელი დალი ქარცხია და აღმზრდელის თანაშემწე ნანა ხითარიშვილი.