10 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხობის მუნიციპალიტეტს ეწვევა. პატრიარქი პირველი მაისის თემში დაათვალიერებს ახლად აშენებულ სამონასტრო კომპლექსს.
11 მაისს, პატრიარქი ხობის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში აღავლენს პარაკლისს, რის შემდეგაც საზეიმოდ მოხდება "კოლხეთის ღვთისმშობლის" ხატის გადაბრძანება ფოთის განახლებულ ღვისმშობლის სახელობის ტაძარში.