10 მაისს სტარტი აიღო ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა პირველობამ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელიც მიეძღვნა საქართველოს ჩემპიონს, საკავშირო და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, დამსახურებული მწვრთნელის რომან გულიაშვილის ხსოვნას.
შეჯიბრი გაიმართება რვა წონით კატეგორიაში და მონაწილეობას მიიღებენ ხობის N1 და N2 ; პირველი მაისის, საგვიჩიოს, ახალსოფლის, შუა ხორგის, ნოჯიხევის, საჯიჯაოს, ზუბის, გურიფულის და შავღელეს საჯარო სკოლის მოსწავლეები.
ტურნირს ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა, გამგებელი კახაბერ ბენიძე, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია.