14 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთში ბაგრატ ქირიამ, სახალხო დამცველის აპარატის მხარდამჭერმა, იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების გადაჭრის მიმართებაში მანუჩარ ჩილაჩავამ, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდის და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ოფისის ადამიანის უფლებათა ოფიცერმა თამარ დაგარგულიამ შეხვედრა გამართეს საკრებულოს, გამგეობის და საზოგადოების წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა პროექტი - სახალხო დამცველის ოფისის გაძლიერების შესახებ, რომლის მიზანია მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის გაზრდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. პროექტი დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში.
დასახელდა სახალხო დამცველის აპარატის საკონტაქტო პირი ფოთსა და ხობში ქრისტინე ქაჯაია.