20 მაისს ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის" ბილიარდის დარბაზში დაიწყო ჭაბუკთა შორის ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ბილიარდში. შეჯიბრში მონაწილეობს ბილიარდის ჯგუფის 16 მონაწილე. გათამაშება ბილიარდის საერთაშორისო ფედერაციის მოქმედი წესდების შესაბამისად, ოლიმპიური სისტემით თავისუფალ პირამიდაში ჩატარდება.
გამარჯვებულები 23 მაისს დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით და სიგელებით.