17 მაისს ჭალადიდის თემში არასამთავრობო ორგანიზაციამ "თემი და გარემო" ბაღის აღსაზრდელები საბავშვო ინვენტარით (სათამაშოები, საწოლები) დაასაჩუქრა. დასაჩუქრებას დაესწრო ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა და ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების" დირექტორი ელისო კვიკვინია.
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებითა და ხელშეწყობით სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების 6 სტრუქტურულ ერთეულში , ხობის N1, N2, N3, პირველი მაისის, ხეთის N1 და საჯიჯაოს საბავშვო ბაღებში შეტანილ იქნა საყოფაცხოვრებო ტექნიკა.