26 მაისს ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა ფინალური შეხვედრა მუნიციპალიტეტის პირველობაზე ფეხბურთში, სადაც მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის თემების და სოფლების გუნდები. ტურნირის გამარჯვებული გახდა გურიფულის გუნდი, რომელმაც ხეთის გუნდი დაამარცხა. მესამე საპატიო ადგილისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ახალი ხიბულა და შუა ხორგა, სადაც გამარჯვება შუა ხორგის გუნდმა მოიპოვა. პრიზიორი გუნდები თასებით დაჯილდოვდნენ.