28 მაისს პირველი მაისის თემში ეკურთხა ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების, წმინდა დიდმოწამე გიორგისა, წმინდა მღვდელმთავრისა და საკვირველმოქმედისა ნიკოლოზის ტაძარი.
ეკლესია აკურთხეს და ლოცვა აღავლინეს ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმემ, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა სამღვდელო პირებთან ერთად. ტაძარში მღვდლად ხელდასმულ იქნა მამა იაკობი(სურმავა).
წირვის დასასრულს მეუფე სერაფიმემ და მეუფე გრიგოლმა დალოცა მრევლი. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა ნიშნად დიდი პატივისცემისა და სიხარულისა სამონასტრო კომპლექსის ქტიტორს, ხობის მაჟორიტარ დეპუტატს გოდერძი ბუკიას ხატი გადასცა, ხოლო სტუმრად ჩამობრძანებული მიტროპოლიტი „კოლხეთის ღვთისმშობლის“ ხატით დაასაჩუქრა.
დასასრულს გოდერძი ბუკიამ მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებსა და მრევლს თანადგომისათვის.