ურეკში 16-25 ივნისის გაიმართა ევროპის თასის გათამაშება 10, 12 და 8 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, რომელშიც 12 ქვეყნის 300-მდე მოჭადრაკე ასპარეზობდა.
ტურნირში ხობის მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობა 5-მა მოჭადრაკემ მიიღო: ლუკა შამუგიამ (12წ), გიორგი ლატარიამ (12წ), თეიმურაზი კვიკვინიამ (8წ) , სანდრო ბუკიამ (8წ), დიანა ლომაიამ (8წ). მწრთვნელ- მასწავლებელი: ირაკლი გეთია.
8 წლის გოგონათა შორის საუკეთესოდ იასპარეზა ხობელმა დიანა ლომაიამ, 9 შესაძლებლობიდან 9 ქულით I ადგილი დაიკავა და ევროპის თასის მფლობელი გახდა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ნორჩ მოჭადრაკეს და მწრთვნელ მასწავლებელს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას.