22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. მისი აღნიშვნა სენატორმა გეოლორდ ნელსონმა 1970 წლიდან დაიწყო, რაც სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა და ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება გამოიწვია. ყოველი წლის 22 აპრილს სხვადასხვა აქციაში 174 ქვეყნის მილიონობით მოხალისე დედამიწაზე საკუთარი გარემოს გაუმჯობესების მიზნით მონაწილეობს. მწვანეთა მოძრაობის ინიციატივით საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს აღინიშნა და მას შემდეგ ყოველწლიურად ამ ღონისძიებას უერთდება მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.