სოხუმის დაცემიდან 20 წელი გავიდა…
აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტებსა და რუს ოკუპანტებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა... მთლიანად ომმა აფხაზეთში 15 ათასამდე ქართველის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 250 ათასი ადამიანი დევნილად იქცა.
27 სექტემბერი არის საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკული დღე, სოხუმის დაცემის დღე. ეს დღე ყოველთვის უნდა გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ იმ ადამიანთა ხსოვნას, ვინც გმირულად შეეწირა საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლას.