21 სექტემბერს ხობის მე-6 საერთაშორისო ფესტივალის „სიმღერა სამეგრელოზე’’ მზადებასთან დაკავშირებით, საკრებულოს სხდომათა დარბაზში მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა ქაჯაია და ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი ხათუნა გერგაია ადგილობრივი ხელისუფლებისა და ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც განიხილეს საორგანიზაციო საკითხები. შეხვედრის მონაწილეებმა დავალებები მიიღეს ფესტივალის ორგანიზატორებისაგან.
ფესტივალი სლოგანით: „მზიურის ფესვებიდან“ 28-29 სექტემბერს ჩატარდება ხეთის თეატრონზე. მაყურებლის წინაშე ყველა თაობის მზიურელი წარსდგება. სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით ხობს ეწვევა თამრიკო გვერწითელი.