C ჰეპატიტის უფასო სკრინინგის ფარგლებში, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო ზემო-სვანეთის განყოფილების წარმომადგენლებმა, ხობის მუნიციპალიტეტში, C ჰეპატიტის ვირუსზე, უფასო კვლევა ჩაატარეს.
C ჰეპატიტის უფასო სკრინინგის აქციას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო შეუერთდა.
სკრინინგის აქციები მიზნად ისახავს C ჰეპატიტის ვირუსის დროულ გამოვლენას. დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა პირმადროულად გაიგოს საკუთარი სტატუსი C ჰეპატიტთან მიმართებით.