31 მარტს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის, რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღის აღსანიშნავად, ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძარში აღევლინა პირველი პრეზიდენტის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.
მემორიალურ სახლში პირველი პრეზიდენტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოების, დოკუმენტების გამოფენა მოეწყო და შედგა დოკუმენტური ფილმის - „ზვიად გამსახურდია ხობში“ჩვენება. სახლ-მუზეუმის ეზოში ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დოდო გაბუნიამ და ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ ქანთარიამ, საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას.