უკვე მეხუთედ, საპატიო ყარაულის თანხლებით, ყოველ 8 აგვისტოს ხობელი საზოგადოება რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირების პატივს მიაგებს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სამონასტრო კომპლექსის წინამძღვარმა მამა იაკობმა პარაკლისი აღავლინა გარდაცვლილთა სულის საოხად. კულტურის სახლის წარმომადგენლებმა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია წარმოადგინეს და სიტყვებით მოეფერნენ მარადისობაში დასახლებულ გმირებს.