8 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ და საზოგადოებამ აგვისტოს ომში დაღუპული ხობელი გმირების გოგა ბერაიას, მიხეილ იოსავას, ლევან ჭოჭუას, დათა ხურცილავას, გოგა ჭითანავას, ზვიად დათუაშვილის, ლევან ტურავას, გოგიტა ქარჩავას და რამაზ კიტიას მემორიალი გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. 9 ხობელი გმირის ხსოვნის პატივსაცემად სიტყვით გამოვიდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია, დაღუპული ბიჭების სახელის უკვდავსაყოფად გაიმართა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „გმირები ხობიდან“ გაიმართა.
ქალაქ ხობის წმინდა სამების სახელობის ტაძარში, დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი, მღვდელმა იაკობ სურმავამ გადაიხადა.