8 აგვისტოს ქ. ხობში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენეს. მემორიალთან დაღუპულთა ოჯახის წევრები, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი დაჩი ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და საზოგადოების წევრები შეიკრიბნენ. საშობლოსათვის თავდადებული გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და სანთლები დაუნთეს გარდაცვლილთა სულებს.
მოსახსენიებელი პანაშვიდი სამების ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა კირიონმა (დარასელია) გადაიხადა.
დაღუპული გმირების სახელის უკვდავსაყოფად დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, ხსოვნის მემორიალთან ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „გმირები ხობიდან“ გაიმართა. შესრულდება პატრიოტული სიმღერები.