9 აპრილი, როგორც უდიდესი ტკივილისა და სიხარულის დღე ხობის მუნიციპალიტეტში პროგრამის მიხედვით სხვადასხვა ადგილას აღინიშნა. 1989 წლის 9 აპრილის მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით, რუსთაველის ქუჩაზე შეკრებილი მანიფესტანტები საბჭოთა ხელისუფლებამ დაარბია და ათობით ადამიანი დახოცა. ამ დღესთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი და პატივი მიაგეს დაღუპულ გმირთა ხსოვნას. მემორიალთან საერო სკოლა „არეას“ მოსწავლეებმა საზოგადოებას წარმოუდგინეს მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია - ,,სამშობლოს შეწირულნი“, რის შემდეგაც ხობის სამების სახელობის ეკლესიაში სამშობლოს ერთიანობისთვის, დაღუპულ მამულიშვილთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინა დეკანოზმა მამა კირიონმა.
ღონისძიების ფარგლებში მსვლელობა მოეწყო ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში 9 აპრილს დაღუპული „ნათია ბაშალეიშვილის სახელობის წყაროსთან, სადაც მოსწავლე-ახალგაზრდობის მიერ შესრულადა ლიტერატურული კომპოზიცია - ,,აპრილის გმირი დედულეთში“.