1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა. თბილისში, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მანიფესტანტები საბჭოთა ხელისუფლებამ დაარბია, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ამ დღესთან დაკავშირებით ხობში, 9 აპრილის მემორიალთან ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და მერმა გოჩა ქაჯაიამ, ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი და პატივი მიაგეს დაღუპულ გმირთა ხსოვნას.