9 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით ხეთის მხარეთმცოდნეობისა და დიდების მუზეუმში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებისთვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ომის ვეტერანებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს და სანთლები აანთეს შინმოუსვლელთა საფლავებზე. საზეიმო შეხვედრაზე ვეტერანებს მიესალმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია.
ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით სამამულო ომის ვეტერანებს პირად საბანკო ანგარიშზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩაერიცხათ 600 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან - 150 ლარი, ხოლო შპს „შავი ზღვის ტერმინალმა“ ტრადიციისამებრ ომის ვეტერანებს საჩუქრად 100 ლარი გადასცა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ყველა ვეტერანს ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავს და თითოეულ მათგანს უსურვებს დიდხანს სიცოცხლეს.