ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა შპს ხობის რაიონულ ცენტრალურ საავადმყოფოს, სს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხობის ფილიალის, სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს, როგორც ბატონმა ედიშერმა აღნიშნა ეს ადამიანები განსაკუთრებულად იმსახურებენ მილოცვასა და ყურადღებას, რადგან თავიანთ პროფესიულ მოვალეობას პირნათლად ასრულებენ. მან მადლობა გადაუხადა თითოელ თანამშრომელს და წარმატებული წელიწადი უსურვა მათ.