თბილისის საკრებულოში, პროექტის „საქართველოს მუნიციპალიტეტებში ქალთა ოთახების სტანდარტიზაცია და მასშტაბების გაზრდა“ ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარესთან მარიკა დარჩიასთან, საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან, საკრებულოს დეპუტატებთან, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და მერსი ქორპსის წარმომადგენლებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯოდმარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია და მერიის გენდერული თანასწორობის საკითხებში პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი თამუნა სიჭინავა ესწრებოდნენ.
პროექტი ,,საქართველოს მუნიციპალიტეტებში ქალთა ოთახების სტანდარტიზაცია და მასშტაბების გაზრდა’’ ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელშეწყობით ხორციელდება და საქართველოს 29 მუნიციპალიტეტში მუნიციპალური სერვისის- „ქალთა ოთახების“ არსებული მდგომარეობის შეფასებას ისახავს მიზნად. მუნიციპალური სერვისი “ქალთა ოთახები”, როგორც მუნიციპალური მომსახურებისა და დახმარების რესურს-ცენტრი, რამდენიმე რეგიონში სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების დასახმარებლად გაიხსნა.
გაფართოებული სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული.