16 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის სამუსიკო სკოლის დარბაზში გაიმართა, ღვაწლმოსილი პედაგოგის, აკაკი (კაკო) ზარანდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი სასპორტო სკოლის შიდასასკოლო ტურნირი ჭადრაკში 7, 8, 10, 12 წლამდე ასაკის გოგონათა და ვაჟთა შორის. ტურნირში საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა.
7 წლამდე ბიჭებს შორის : ლექსო სიჭინავა I ადგილი; ნიკოლოზ ბუკია II ადგილი.
8 წლამდე ბიჭებს შორის: ალექსანდრე არჩაია I ადგილი; გიორგი ჩარგაზია II ადგილი; გაგა ცქირია III ადგილი.
8 წლამდე გოგონებს შორის: ანასტასია შარაბიძე I ადგილი.
10 წლამდე ბიჭებს შორის: სანდრო დოლბაია I ადგილი; ლევან მირცხულავა IIადგილი.
10 წლამდე გოგონებს შორის: ნინო დოლბაია I ადგილი; ანანო ცხადაია II ადგილი; თამარ პაპავა III ადგილი.
12 წლამდე ზევით გოგონებს შორის ტურნირის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა: ლიკა ჭანტურია.
12 წლამდე ზევით ბიჭებს შორის ტურნირის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა: გიორგი ლატარია.
გამარჯვებულ მოჭადრაკეებს თასები, მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. სპორტული ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ- საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი ბორის (ბეჟან) ბერაია და გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია ესწრებოდნენ.