21 ნოემბერს ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში გაიმართა ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის "ახალგაზრდები ახალგაზრდებისათვის" მიერ ორგანიზებული პროექტის " საქართველოს პარლამენტის მოდელირება 2022"-ის დასკვნითი შეხვედრა.
რომელიც განათლების კომიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით ხობში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
დასკვნით შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერი დავით ბუკია, მერის მოადგილე დავით ბერაია, საკრებულოს ფრაქცია " ქართულიოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე აკაკი მალანია და საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე მედეა თათარიშვილი, ახალგაზრდებთან ერთად ესწრებოდნენ.
შემუშავდა რეზოლუცია, რომელიც საკრებულოს, მერიას და ადგილობრივ მოსახლეობას წარედგინა, იმსჯელეს მათი მოგვარების გზებზე.
პროექტი ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით განხორციელდა.