14 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.ახალი სასწავლო წლისთვის გარკვეული ცვლილებები და სიახლეებია, მათ შორის ეროვნულ სასწავლო გეგმასა და ინკლუზიური განათლების კუთხით. თითქმის ყველა სკოლის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა, სრული რეაბილიტაცია დასჭირდა საჯიჯაოს და ხობის N1 საჯარო სკოლას. ხობის N1 საჯარო სკოლაში სწავლა 21 სექტემბერს განახლდება. ფართოვდება ასევე მოსწავლეების ტრასპორტით უზრუნველყოფის პროგრამაც, რომელთაც 25 საჯარო სკოლის მოსწავლეები ისარგებლებენ. იზრდება მასწავლებელთა ხელფასიც.
წელს ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პირველ კლასებში სასწავლო პროცესს 350 მოსწავლე შეუდგა.ყველა პირველკლასელს სახელმწიფოსგან საჩუქრად ნეტ-ბუკები გადაეცა, გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლებითა და პროგრამებით.მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელთან, დეკანოზ კირიონთან (დარასელია) და საკრებულოს ბიუროს წევრებთან ერთად მიულოცა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ.