17 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებსა და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სასწავლო პროცესს 322 პირველკლასელი მოსწავლე შეუდგა, მათ შორის 297 საჯარო სკოლებში, ხოლო 25 კერძო სკოლაში. პირველკლასელებს სახელმწიფოსგან საჩუქრად წიგნები და ნეტ-ბუკები გადაეცა, გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლებითა და პროგრამებით.
მოსწავლეებს, პედაგოგებს და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, მერის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დოდო გაბუნიამ, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა როზეტა შულაიამ და სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორმა ელისო კვიკვინიამ მიულოცეს