ხობში,საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
ქალაქის ცენტრალურ პარკში საახალწლო სოფელი მოეწყო, სადაც ადგილობრივმა მეწარმეებმა სხვადასხვა პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები წარმოადგინეს.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა კოსტიუმირებული ორკესტრისა და ზღაპრების გმირების საზეიმო მსვლელობა, მოეწყო საბავშვო სივრცეები, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუამ ტკბილეული და საჩუქრები გადასცა.
საღამოს მაყურებელთა წინაშე გიორგი მახარაშვილი,ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი, ჯგუფი ,,შერეკილები" წარსდგნენ.
შოუს ანა კოშაძე უძღვებოდა.
საახალწლო ღონისძიებებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერი დავით ბუკია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
საახალწლო ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.